ისტორია

1911

ჰერმან ფრანკემ დააფუძნა ფურცვლოვანი მეტალის წარმოება რორშახში, შვეიცარია.

1914 -1924

პირველი მსოფლიო ომის დროს გართულდა ნედლეულის შეძენა წარმოებისთვის. ომის შემდგომი პერიოდი და ეკონომიკური კრიზისი ანელებს ბიზნესის განვითარებას.

1925 -1930

გაჯანსაღდა ინდუსტრიული და სამშენებლო  სექტორი. ფრანკეს საქმიანობას შეემატა სანიტარული პროდუქციის დეპარტამენტი, ასევე ქურების, შემინული სახურავებისა და სამერცხლულების გადახურვის წარმოება.

1931 -1934

საყოველთაო კრიზისი, რეცესია. პირველი მონიკელებული ნიჟარა, სპილენძი–ნიკელი და უკვე მოგვიანებით უჟანგავის ფოლადი.

1935 – 1936

აარბურგში აშენდა ახალი ქარხანა, ოფისები და საცხოვრებელი კორპუსი. 10 თანამშრომელი.

1937 – 1938

ეკონომიკური აღმასვლა ტვირთავს გაყიდვებს. იწყება სერიული წარმოება და გამოდის პირველი მთლიანად შედუღებული flush-mounted (პირი–პირზე) ნიჟარა.

1939 – 1945

1939 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა ჰერმან ფრანკე. ბიზნესის მართველობას იღებს მისი შვილი ვოლტერ ფრანკე. მეორე მსოფლიო ომმა განაახლა სიძნელეები ნედლეულით მომარაგებაში. სტაგნაცია სამშენებლო სფეროში. იწყება ინდუსტრიული მოწყობილობების (მ.შ. ძრავების) წარმოება. 100 თანამშრომელი.

1946 – 1949

ქარხნის გაფართოება და სრული სამზარეულოს წარმოება (მოვენპიკი). პირველი ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში. მუშახელი გაიზარდა 250–მდე.

1950 – 1955

სამშენებლო სექტორის სწრაფი ზრდა. გაყიდვები იზრდება ყველა პროდუქტზე. პირველი ინვესტიციები გერმანიაში (ქარხანა საზღვარგარეთ). 400 თანამშრომელი.

1956 – 1961

ევროპაში წარმოებათა ექსპანსია იზრდება. ორმაგდება გასავალი. კომერციული საზოგადოებრივი კვების სამზარეულოების დეპარტამენტის ფორმირება. 750 თანამშრომელი.

1962 – 1974

ფრანკე ჯგუფის ექსპანსია ბაზარზე – 13 ახალი შვილობილი კომპანია ევროპაში. 1972 წელს მიუნხენში ეწყობა და მონტაჟდება პირველი სამზარეულო მაკდონალდისთვის. 2600 თანამშრომელი.

1975 – 1988

1975–ში ფრანკე იცვლის მფლობელს: მას იღებს ვოლტერ ფრანკეს მოგობარი და ბიზნესპარტნიორი ვილი პიპერი. ემატება ოთხი შვილობილი კომპანია და ორი ლიცენზია აშშ–ს ჩათვლით. 1979 წელს წარმოებაში ეშვება დღეისათვის უკვე მსოფლიოში სახელგანთქმული ფრანკეს ნიჟარების სისტემა Compact. სამომავლო ზრდის და განვითარების უზრუნველსაყოფად 1988 წელს ფრანკე დივიზიებად იყოფა.

1988-1989

1990 წელის ვილი პიპერის ვაჟიშვილი მაიკლ პიპერი ხდება ფრანკე ჯგუფის მფლობელი და გენერალური დირექტორი (CEO). მისი ხელმძღვანელობის ქვეშ ადგილი აქვს ძირითადი საქმიანობების სწრაფ ექსპანსიასა და განვითარებას მსოფლიო მაშტაბით. ძირითად კომპანიებზე, ფრანკე სამზარეულო სისტემების დივიზიასა და ფრანკე კონტრაქტზე (დღეისათვის ფრანკე საზოგადოებრივი კვების სერვისის დივიზია) ფოკუსირების შედაგად, ფრანკე ხდება მსოფლიო ლიდერი შესაბამის სექტორებში.

2002- დღემდე

ფრანკე ცვლის თავის სტრატეგიასა და სტუქტურას. დივიზიები სარგებლობენ უფრო მეტი ავტონომიით და პასუხისმგებლობით. ჩნდება ორი ახალი მიმართულება – ფრანკე სანიტარული სისტემები და ფრანკე ყავის სისტემები. ფრანკეს ყავს 70 შვილობილი კომპანია, 11000 თანამშრომელი 40 ქვეყანაში და 2,5 მილიარდი შვეიცარული ფრანკი კონსოლიდირებული გაყიდვები.