გაგაცნობთ ფრანკეს სამარკო ნიშნით წარმოებული საქონლის გაყიდვის პირობებს.

საქონლის შეძენისას თქვენ გადმოგეცემათ ყიდვისა და საფასურის დამადასტურებელი საბუთები – ანგარიშფაქტურა ან/და ინვოისი, რომელშიც მითითებული იქნება შეძენილი საქონლის ნუსხა და ფასები. მყიდველია ვალდებულია დოკუმენტები შინახოს მინიმუმ საგარანტიო ვადის განმავლობაში.

თბილისის მასშტაბით საქონლის მიწოდება ხორციელდება უფასოდ, წინასწარი ურთიერთშეთანხმებით. მყიდველი ხელმოწერით ადასტურებს საქონლის მიღებას.

ფრანკეს მიერ გაყიდული და მყიდველისთვის მიწოდებული საქონელი  არის შემოწმებული ვიზუალურად, სრულად დაკომპლექტებული და მასზე ვრცელდება ერთწლიანი გარანტია (მომსახურება და სათადარიგო ნაწილები), რომელიც აითვლება ტექნიკის დამონტაჟების დღიდან. საგარანტიო პირობები დაწვრილებით არის აღწერილი საგარანტიო სერთიფიკატში, რომელსაც გასცემს მხოლოდ ფრანკეს ავტორიზებული სერვისის სამსახურის წარმომადგენელი მონტაჟის შემდეგ.

მიწოდებული ტექნიკის მონტაჟი არის უფასო და ხორციელდება ფრანკეს ავტორიზებული სერვისის სამსახურის მეშვეობით _ წინააღმდეგ შემთხვევაში ფრანკე იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას. მყიდველი ვალდებულია შეუთანხმდეს სერვისის სამსახურს მონტაჟის დროსა და ადგილზე.

ტექნიკის გარეგანი დაზიანებისა და მისი კომპლექტაციის დარღვევის თავიდან ასაცილებლად გთხოვთ, ნუ დაარღვევთ მის ორიგინალ შეფუთვას მონტაჟის სამსახურის ან ავტორიზებული თანამშრომლის დასწრების გარეშე.  წინააღმდეგ შემთხვევაში, ფრანკე იხსნის პასუხისმგებლობას ტექნიკის დაზიანებასა და კომპლექტაციის სისრულეზე. ფრანკე არ აგებს პასუხს მყიდველის მიერ არასათანადოდ დასაწყობების გამო პროდუქციის დაზიანებაზე. გთხოვთ, ტექნიკა მიღებისთანავე შეამოწმოთ.

აპარატურის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში მიმართეთ ფრანკეს მიერ ავტორიზებულ სერვისცენტრს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფრანკეს მიერ გაცემული გარანტია ანულირდება.